Foals

•January 11, 2008 • 2 Comments


ეხლა ამ მომენტისთვის ძაან ცუდად ვარ და მეზარება ეხლა ბიოგრაფიების წერა, უბრალოდ ეს ჩემი ბრატის :) დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამეტვირთა. ისე ჩემი აზრით, გინდა დაიჯერეთ და გინდ არა, და საერთოდ რაც გინდათ ის გიქნიათ, ეს წელი ამ ჯგუფს ეკუთვნის, აი ეხლა როგორც Klaxons-მა უტირა ყოფა Oasis & The Smiths- ის რეკორდების NME Carling Awards-ზე ისე იქნება ესეც, Foals Klaxons–ის რეკორდს მოხსნის. არა მართლა რაღაც ძაან მაგარი ჯგუფია. Math Rock, Dance Punk-ის ნაზავია, ვისაც Minus The Bear, Forward Russia მოგწონთ, ეს ნამდვიალდ არ უნდა გამოტოვოთ.
მიხეილ ცაგარეიშვილი.
Singles – 2007
Link
ალბომს თებერვლისთვის მოგართმევთ.

Laura Groves

•January 8, 2008 • 2 Comments



ლორა ერთი გოგოა ბრედფორდიდან ჯერ 19 წლისაა, მაგრამ ეტყობა, რომ ძაან ნიჭიერია, მე ასე მეჩვენება, იმიტომ რომ ძალიან მომწონს მისი სიმღერები. მასაც ასევე შემთხვევით წავაწყდი Myspace-ზე, თავიდან გარეგნობით მოვიხიბლე, მერე მუსიკით, ხანდახან ასე ხდება ხოლმე, მაგრამ არ გეგონოთ, რომ მუსიკას გარეგნობით ვაფასაებდე, ამჯერად ეხლა ასე დაემთხვა. ლორამ სულ ეხლახანს გამოუშვა სინგლი I am Leaving, სადაც შესულია ორი სიმღერა I am Leaving და Bridges. არ მინდა, რომ მარტო ეს სინგლი ავტვირთო და ამით მოვრჩე, აქ კიდე ვტვირთავ იმ სიმღერებს რასაც აქა იქ წავაწყდი, ასე მგონია, რომ ამ გოგოს დიდი მომავალი აქ, იმიტომ, რომ უკვე ისეთ შემსრულებლებს ახურებს, მაგალითად : British Sea Power, To Go! Team, Le Tournoi etc. ისე ინგლისში კიდევ ერთ ლორა არის ოღონდ მარლინგი :) იმასაც ასევე ძაალიან ლამაზი სიმღერები აქვს, იმასაც მოგართმევთ, ასე რომ ძააალიან ბევრი რამ მაქ ასატვრთი და სათქმელი, ასე რომ, შემოიხედეთ ხოლმე ხანდისხან :)

I am Leaving
Poussez-ici

Moonbabies At The Ballroom

•January 3, 2008 • Leave a Comment


კიდევ ერთი ჯგუფი Malmö–დან :) ,ისე სხვათა შორის The Radio Dept.-იც მალმოდან არიან. ხოდა, ეს ჯგუფი შედგება ორი პიროვნებისგან ოლა ფრიკისგან და კარინა იოჰანსონისაგან (ისე კარინა, ეს სახელი მაგრა არ მომწონს, მაგრამ რადგანაც შვედურია მაშინ კაია)
თავიდან ჯგუფი უფო შუგეიზისკენ იხრებოდა, ისეთი ჯგუფების გავლენას განიცდიდა როგრებიც არიან Ride, My Bloody Valentine, The Pixies, მაგრამ 2004 წელს The Orange Billboard-ის ალბომის გამოსვლის შემდეგ აშკარად შეიმჩნეოდა გადახვევა აღებული კურსისგან და ალბომი უფრო პოპი გამოვიდა ვიდრე შუგეიზი ან პოსტ პანკი და ისეთი ჯგუფეის გავლენა შემჩნეოდა როგორებიცაა The Beatles, Beach Boys. ეს ალბომიც დაახლოებით ისეთივეა რაც The Orange Billboard–ზე ვილაპარაკე, ძააალიან მელოდიური, სასიამოვნო ცოტა Twee-იც ურევია რაც უფოო სასიამოვნოს ხდის მოსმენას.


Link

P.S The Radio Dept.–ს კიდევ ბევრჯერ მივურუნდები!

The Radio Dept. – Why Won’t You Talk About It?

•December 31, 2007 • Leave a Comment


თამამად შემიძლია ვთქვა, რომ The Radio Dept. ჩემი საყვარელი შვედური ჯგუფია (შეიძლება სკანდინავიურიც) The Radio Dept. შუგეიზის, ინდის და ინდი პოპის ნაზავ მუსიკას წარმოგვიდგენენ, არაფერს ვიძახი მელოდიურობაზე, საერთოდ შვედურ ჯგუფებს სულ მცირე მელოდიურობა ყოველთვის ახასიათებდათ, რაც არ უნდა ცუდი იყო ესა თუ ის ჯგუფი, რავი მე ასე მეჩვენება.
The Radio Dept. არც ისე ახალი ჯგუფია, შეიქმნა 1995 წელს ელინ ალმერედის და იოჰან დანკანსონის მიერ, რომლებიც სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. სახელი შემდეგნაირად აარჩიეს: ქალაქ ლუნდში, იყო ერთი ბენზინ გასამართი რომელსაც ერქვა Radioavdelningen რაც ინგლისურად Radio Department-ს ნიშნავს, ხოდა აქედან გამომდინარე შეირჩიეს სახელი, რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს სახელი სავსებით შეესაბამებოდა მათ ჯგუფს. 1995 წლიდან 1998 წლამდე ჯგუფის წევრები ძალიან ხშირად იცველბოდნენ. 1998 წელს ჯგუფში მოვიდა მარტინ ლარსონი და მას შემდეგ მათ გადაწყვიტეს რომ შეემოკლებინათ თავიანთი სახელი და დაერქმიათ The Radio Dept. რაღა თქმა უნდა მარტინი ჯგუფში მარტო იმისათვის არ მოსულა რომ ჯგუფის სახელი შემოკლებულიყო, მათი რეპეტიციები უფრო ინტენსიური გახდა, ძალიან ბევრი დემოები ჩაწერეს, უამრავი კონცერტები ქონდათ, ისინი წერდნენ თავიანთ სახლებში დემოებს ან თავის მეგობრებთან. 2001 წლის შემოდგომაზე ჯგუფში მოვიდა მარტინის სიყვარული ლიზა კარლბერგი და დრამერი პერ ბლომგრენი. გამოხდა ხანი და ისინი გაწევრიადნენ Labrador-ის ლეიბლის ქვეშ, ეს ყველაზე მსხვილი შვედური ლეიბლია, ისეთი შვედური ჯგუფების სახლი, როგორებიც არიან : Acid House Kings, Club 8, Loveninjas, Sambassadeur, Irene, The Mary Onettes და ა.შ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ The Radio Dept. ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუშია იმის, რომ შვედური ინდი მუსიკა ძალიან დიდ კონკურენციას უწევს ბრიტანულ, ამერიკულ და კანადურ ინდი სცენას. მიზნად მაქ დასახული, რომ აქ ავტვირთო ამ ჯგუფის მთლიანი შემოქმედება. :)

Lesser Matters – 2003
Link

Where Damage Isn’t Already Done – 2004
Link

Pet Grief – 2006
Link

Why Won’t You Talk About It? (EP) – 2004
Link
P.S
გილოცავთ ახალ წელს!

Band In Box

•December 30, 2007 • 2 Comments


მინდა ისეთი არტისტები ავტვირთო რომელთა სიმღერებიც ძალიან დიიიდი ძებნის შემდეგ მოვიძიე, მიზეზი კი ის იყო, რომ ამ ხალხს საერთოდ ოფიციალური რელიზი ჯერ არ გააჩნიათ, მაგრამ უკვე ძაალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თავისი მუსიკით, თან უკვე მოლოდინიც მკლავს, თავად ნახავთ და გაიზიარებთ იმედია ჩემს მოლოდინს. Band In Box შვედური ჯგუფია Malmö-დან, მელოდიური, მინიმალისტური, ინფანტელური, პირადად ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ჯგუფმა, არადა სულ 4 სიმღერა მქონდა თავიდან, ისიც მათი Myspace-დან გადმოვწერე, ამ დროისთვის სულ 11 სიმღერა მაქ შეგროვილი. არ ვიცი, მე პირადად გაგიჟებას ვარ :) ასეთი მაგარი რამ კაი ხანია არ მომისმენია. ეხლა უკვე, ინავარში გამოდის Band In Box & Parachutes – Split CD. თან Parachutes-აც არანაკლებად ველოდები, ამ უკნასაკნელზე ცალკე დავწერ მომავალში.

რამოდენიმეჯერ მქონია მიმოწერა Band In Box-ის ვოკალისტთან, ქალბატონ სირისთან :) (ასეთი სახელი აქვს რას იზამ) ხოდა რაღაცაზე საუბრის დროს ასე მითხრა : ხუმრობა გვერძე იყოს და თუ გინდა შენს ქვეყანას ვესტუმრებითო და თან უფასო კონცერტებსაც გაგიმართავთო, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ დაგვიფინანსებენო მგზავრობის ხარჯებსო და ა.შ. ეჰჰჰ

Link

Helge Schneider

•December 30, 2007 • Leave a Comment


ამ სიმღერას ერთი ჩემი გერმანელი მეგობრის სახელით ვტვირთავ, ასეთი ბრძანება მივიღე და აუცილებკლად უნდა შევასრულო :) კაი ვინმეა ჰელგე, ცოტა ბებერია მარა რა უჭირს, სმენა კი აქ :) ხო ესეც გერმანელია, ალბათ სახელზე მიხვდით და ერთი სიმღერას ვტვირთავ მეტს არა.
Link

Inara George – All Rise

•December 29, 2007 • 1 Comment


The Bird And The Bee ალბათ ყველას გაგიგონიათ, ხოდა ეს ქალბატონი არის ის, ვინც ზემოთ ნახსენებ ჯგუფში მღერის, ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს ინარას, ეს კარგად მოეხსენებათ The Bird And The Bee’ს მსემენელებს. ეს ალბომი წარმოადგენს მის სოლო სადებიუტო ალბომს რომელიც 2006 წელს გამოვიდა და ხასიათდება ძალიან ლამაზი მელოდიებით. აქ შესული ყველა სიმღერა ინარას დაწერილია. მოკლედ სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ.

Link

BJ Nilsen & Z’ev – 22′ 22”

•December 29, 2007 • Leave a Comment


ეხლა ცოტა ექსპერიმენტალურ მხარეს მივხედოთ. BJ Nilsen და Z’ev შვედი მუსიკოსები არიან, (უფრო ექსპერიმენტალისტები, იმტომ რომ აქ ნაკელბადაა მუსიკა :) ) ისინი თავისი მუსიკით ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც შემაწუხებელიცაა, დამაფიქრებელიც და გასართობიც, და რაღა თქმა უნდა ეს ატმოსფერო ძალიან პირქუში და ღრმაა! ამას ასევე შეიძლება ვუწოდოთ Killer Drone :D
ისე რასაც ვაკვირდები ერთის გარდა რაც ავტვირთე ყველფერი შვედური იყო, ცოტა სხვა ქვეყნებისკენაც უნდა გავიხედო.
Link

Enhenten För Musik Och Melodi

•December 28, 2007 • 1 Comment


კიდევ ერთი შვედური ჯგუფი, ოღონდ მთლიანად ალბომს ვერ გთავაზობთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ მაქ. მაგრამ ჩემთვის პირადად ეს ორი სიმღერაც სავსებით საკმარისი იყო, რომ ეს ჯგუფი შემყვარებოდა. აქ შეინიშნება ბოსანოვა, მზიანი დღეები, რომანტიკა, ცარიელი მელოდია, უსიტყვო Female ვოკალი და ა.შ მოკლედ ძალიან ლამაზი მუსიკაა.
Link

Audrey – Visible Forms

•December 27, 2007 • 2 Comments


Label: A Tenderversion Recording
Format: CD
Country:Sweden
Released:2006
Genre:Post-Rock
1 Mecklenburg (4:45)
2 Views (5:08)
3 Six Yields (3:37)
4 Treacherous Art (5:59)
5 The Significance Of Being Overt (3:04)
6 Plain Pieces (3:25)
7 Leaving / Letting Go (5:38)
8 Vague (4:33)
9 Traverse (6:18)
შვედეთი!!! აი ქვეყანა! (და საერთოდ ნებისმიერი სკანდინავიური ქვეყანა სამოთხეა!!) ეს ის ქვეყანაა სადაც მოღვაწეობენ ჩემი საყვარელი ჯგუფები. Audrey მათ რიცხვს განეკუთვნება. Audrey ქალაქ Malmö-დან და Gothenborg-დან არიან, (სხვათაშორის Malmö University-ში ასწავლიან ქართველოლოგიას).
ჯგუფი 2002 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. 2003 წლისათვის ჩაწერეს დემო ალბომი, რომელმაც დადებითი შეფასება მოიპოვა. თავიდან ჯგუფს ძალიან უჭირდა, რეპეტიციობდნენ მიტოვებულ სახლში, რომელიც ვირთხებით იყო სავსე, ზედ ათოვდათ და ზედ აწვიმდათ. ნამდვილად ღირდა ასეთ პირობებში რეპეტიციების ჩატარება, რათა მიეღწიათ იმისთვი რასაც დღეს წარმოადგენენ. მე ძნელათ თუ წარმომედგინა Post-Rock ჯგუფი სადაც ყველა წევრი გოგო იქნებოდა, და აი შვედები, მოკლედ რაა…. თან რაღაც ბასისტი მესიმპათიურება :) კაი გოგოა ვერ დაუკარგავ.


Link