Aarktica – No Solace In Sleep


შემიძლია ვთქვა, რომ ეს ალბომი ჩემს საუკეთესო 5 ალბომში შედის, ნამდვილად, წარმოუდგენლად მაგარი ალბომია, მე ძალიან მომწონს, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს. თუ არ მოგეწონებათ მომწერეთ ბანძი ხარო!.
Aarktica, როგორც ასეთი ერთი კაცის Jon DeRosa–ს პროექტია, რომელსაც მოწვეული მუსიკოსები ყავს ჯგუფში, ყოველ ალბომზე სხვადასხვა მუსიკოსებს შეაქვთ წვლილი Aarktica-ს მოღვაწეობაში. მაგალითად Charles Newman (Magnetic Fields/Gothic Archies), Gretta Cohn (of Bright Eyes/Faint/Cat Power) და ა.შ.
ეს ალბომი ძალიან საინტერესო გარემოებების საფუძველზე, ჩაიწერა. Jon DeRosa ერთ დროს რომელიღაც ჯგუფში უკრავდა, რომელიც Aarktica-სგან სრულიად განსხვავებულ სტილში მოღვაწეობდა, ერთ დღესაც Jon DeRosa–ამ აღმოაჩინა, რომ მას სმენასთან დაკავშირებით პრობლემები ქონდა. როგორც ასეთი მისი ყური ნოტებს თავისებურად აღიქვამდა, და ჩაესმოდა კიდევაც ისეთი ხმები, როგორიც, შემდეგ სცადა რომ თავის მუსიკაში გადაეტანა. სწორედაც, I Remember Life Above The Surface ისეთ ხმას მაგონებს რომელიც 24სთ განმავლობაში ჩამოსმოდა ყურში როცა ყურის ანთება მქონდა :) . ნუ მე თუ მკითხავთ ეს მუსიკა Northern Lights–ის ფონზე იქნებოდა ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ბუნების ეს მოვლენა ნაკლებადაა (?) ჯობს ისევ სახლში ანტი–დეპრესანტის მაგიერ მიიღოთ. თვითონ ეს ალბომი Aarktica-ს დანარჩენ ალბომებისგან განსხვავდება იმითომ, რომ აქ საქმე გვაქ ნამდვილ Ambient-თან დანარჩენი ალბომები კი ძირითადად Post-rock-ის ჟანრშია, მარა ეს ბოლო ალბომი რა ჟანრია ვერ გავიგე (Matchless Years), ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ბოლო ალბომით. ბევრი რამის დამატება შეიძლებოდა ამ ალბომთან დაკავშირებით, მაგრამ ჯობია მე თუ რამე დასამატებელი გამომრჩა თქვენ კომენტარებში მომწოროთ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ამ ალბომზე სხვისი აზრი.

Label: Silber Records
Catalog#: silber 012
Format: CD
Country: US
Released: 2000
Genre: Electronic
Style: Ambient
Quality: 320kbps

Tracklist:

1 Glacia (13:34)
2 Indie (6:48)
3 Elena (4:20)
4 You Have Cured A Million Ghosts From Roaming In My Head (3:31)
5 Inebria (10:38)
6 The Ice (Feels Three Feet Thick Between Us) (5:24)
7 Welcome Home (8:08)
8 I Remember Life Above The Surface (11:39)
Link

~ by astrokopp on April 3, 2008.

One Response to “Aarktica – No Solace In Sleep”

  1. hoo es namdvilad didebuli ambient albomia

Leave a Reply