Hauschka – The Prepared Piano


არც ეცადოთ, რომ ვინმემ ეს ფსევდონიმი წარმოთქვათ, ალბათ ძაან ძნელი უნდა იყოს. მუსიკა კი პირიქით ძალიან ადვილად აღსაქმელია, თავისი მელოდიურობიდან გამომდინარე. ვინმემ რომ მკითხოს ვის მიამსგავებდიო დაუფიქრებლად ვიტყოდი Goldmund-ს, ასე ვფიქრობ, რომ ამ ორ მუსიკოსებს მუსკასთან მიდგომის იდენტური პრინციპები აკავშირებთ. ალბათ, როგორც იცით ორივე მუსიკოსის ძირითად მუსიკალურ ინსტრუმენტს პიანინო წარმოადგენს. არ ვიცი რამდენად სწორი იქნებოდა ასეთი რამ რომ ვთქვა, მაგრამ პიანისტები მიხვდებიან, თუ რამე არასწორს ვიძახი. მგონია, რომ ეს გერმანელი ვაჟბატონი Volker Bertelmann პიანინოს თავისებურ არასტანდარტულ ჟღერადობაზე აყენებს და შემდეგ იწყბეს მასზე მისი იდეების აწყობას, იგივე შეიძლება ითქვას Goldmund-ზე, მაგრამ Goldmund-ის მეორე ალბომ Two Point Discrimination–ზე. ნუ მოკლედ თუ ორივე არტისტს მოისმენთ თვითონვე გამოიტანთ დასკვნას და იქნებ საერთოდაც არ დამეთანხმოთ ზემოთ ნათქვამში. ეს მუსიკა უფრო შთაგონებისთვისა არის, შეიძლება ტვინის–გამხსნელს შეადარო, ისეთ რამეებზე იფიქრებ, რაზეც ჩვეულებრივ არასდროს არ იფიქრებ, ანუ, რაც საერთოდ კარგ მუსიკას ახასიათებს.
თვითონ Volker Bertelmann ამჟამად დუსელდორფში მოღვაწეობს, აქვს კიდევ სხვა მრავალი ნამუშევრები, და იმ შემთხვევაში ავტვირთავ თუ ამის სურვილი გექნებათ.

Label: Karaoke Kalk
Catalog#: Karaoke kalk cd 31
Format: CD
Country: Germany
Released: 19 Sep 2005
Genre: Electronic, Jazz
Style: Future Jazz, Minimal
Password: astrokopp

Tracklist

1 La Seine (4:02)
2 Traffic (4:11)
3 Fernpunkt (3:03)
4 Where Were You (4:45)
5 Ginkgo Tree (3:26)
6 Firn (3:21)
7 Twins (4:44)
8 Two Stones (2:47)
9 Kein Wort (3:04)
10 Long Walk (4:35)
11 Kreuzung (3:59)
12 Morning (2:22)
Link

~ by astrokopp on April 2, 2008.

One Response to “Hauschka – The Prepared Piano”

  1. ფაქტიურად საჩუქარი იყო დაბადებისდღისთვის და კიდე მინდა :P
    Volker Bertelmann – ი ატვირთე რაააა

Leave a Reply