So Quiet – Summer & Winter


So Quiet არის პოლონელი არქიტექტორი სახელად Tomasz Bien. და ამავე დროს მუსიკოსი.
არც ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ So Quiet–მა ალბომი გამოუშვა, მანამდე კი ორი EP ქონდა გამოშვებული. So Quiet-მა ჩემი ყურადღება 2007 წელს გამოშვებული EP-ით მიიქცია განსაკუთრებით მასში შესულმა სიმღერამ September, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. თვითონ ალბომი მუსიკალურად არ განსხვავდება წინა ნამუშევრებისაგან, იგივე ხასიათი იგრძნობა, რასაც ნამდვილად მოველოდი. მუსიკა როგორც ასეთი, ძალიან მყუდრო ხასიათისაა, ძირითადად მელოდიკის, აკუსტიკური გიტარის, ქსილოფონის და გლოკენშპიელების მეშვეობით შექმნილი მუსიკაა, რაც ფოლკტრონიკის მსმენელებს მოეწონებათ აუცილებლად. მუსიკა ერთი სიტყვით შეიძლება ასე დაახასიათო – სახლში, რაიმე საინტერესო წიგნთან ერთად გატარებული საღამო :)

Label: Error! Lo-Fi Recordings
Catalog#: lofi010
Format: File, MP3,
Country: Poland
Genre: Electronic
1 – Elephant
2 – Sound Check
3 – Tonight
4 – Early Morning
5 – Miniature
6 – Drawing
7 – Two Am At Winter
8 – Shame
9 – September 2
10 – Saturday
11 – Where’s Winter There’s Home
Link

~ by astrokopp on March 30, 2008.

Leave a Reply