Ida Maria

კიდევ ერთი ამომავალი ნორვეგიელი ვარსკლავი, რომელიც შვედეთში მოღვაწეობს. ამ უკანასკნელსაც, შარშან, ასე ზაფხულში myspace-ზე შემთხვევით წავაწყდი და ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი მისი სიმღერებით, პირველი სიმღერა რასაც მოვუსმინე იყო Forgive Me, რაც ნამდვილად ამ ჟანრის მოყვარულებს პირველივე მოსმენის დროს უნდა მოეწონოს, აქედან გამომდინარე უმალვე დავიწყე ძებნა მისი დემო ალბომისა, რაც აუცილებლად უნდა ქონოდა იმ დროისთვის. შედეგს არც თუ ისე მალე მივაღწიე, ახლახანს გადმოვტყუე ვიღაცას ეს დემო ალბომი სოულსიქიდან.
იდა ნორვეგიის ქალაქ ნესნადან გახლავთ, რომელიც თითქმის ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს, სადაც ნამდვილად ბევრი არაფერი არ ხდება, ძალიან მიყრუებული ადგილია, წარმოგიდგენიათ მთელს ქალაქში მხოლოდ ერთი ბენზინ გასამართი სადგურია.

ერთ დღეს ახალგაზრდა იდა სამზარეულოში პიცას აცხობდა და რატმოღაც აზრად მოუვიდა გიტარაზე დაკვრა ესწავლა. ნესნაში მამამის ერთი ფაბი ქონდა, ხოდა პირველი გამოსვლაც იქ ქონდა, შემდეგ ბერგენში გადავიდა და იქიდან შემდეგ გადაწყვიტა გადასულიყო სტოკჰოლმში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბერგენში ძალიან ხშირად წვიმდა. რაც შეეხევბა თავად იდას მუსიკას, ეს უფრო ახალგაზრდული ხასიათისაა, სიცოცხლით აღსავსე, ცოტა მხირაულიც, ამ დემოებს შორის უმეტესობა აკუსტიკური ვერსიაა. სხვათაშორის, იდაზე სკანდინავიის ნახევარკუძულზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ახლახან იდამ ხელი მოაწერა ისეთ მონსტრ ლეიბლთან როგორიცაა Sony და კიდევ სხვა აღსანიშნავი ფაქტებიც შემიძლია მოვიყვნო, მაგალითა ისეთმა მონსტრმა შურნალმა, როგორიცაა NME ამ უკანასკნელს სტატია მიუძრვნა, ასევე Huw Stephens–ის შოუშიც გაიჟღერა მისმა სიმღერებმა, ასე რომ თუ გადმოწერთ ალბათ არ ინანებთ. :)

1 – Queen Of The World
2 – We Are Young
3 – Louie
4 – Everybody’s Always Alone
5 – In The End
6 – Forgive Me
7 – We’re All Going To Hell
8 – Small People’s Smiles
Link

~ by astrokopp on January 21, 2008.

Leave a Reply