The Radio Dept. – Why Won’t You Talk About It?


თამამად შემიძლია ვთქვა, რომ The Radio Dept. ჩემი საყვარელი შვედური ჯგუფია (შეიძლება სკანდინავიურიც) The Radio Dept. შუგეიზის, ინდის და ინდი პოპის ნაზავ მუსიკას წარმოგვიდგენენ, არაფერს ვიძახი მელოდიურობაზე, საერთოდ შვედურ ჯგუფებს სულ მცირე მელოდიურობა ყოველთვის ახასიათებდათ, რაც არ უნდა ცუდი იყო ესა თუ ის ჯგუფი, რავი მე ასე მეჩვენება.
The Radio Dept. არც ისე ახალი ჯგუფია, შეიქმნა 1995 წელს ელინ ალმერედის და იოჰან დანკანსონის მიერ, რომლებიც სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. სახელი შემდეგნაირად აარჩიეს: ქალაქ ლუნდში, იყო ერთი ბენზინ გასამართი რომელსაც ერქვა Radioavdelningen რაც ინგლისურად Radio Department-ს ნიშნავს, ხოდა აქედან გამომდინარე შეირჩიეს სახელი, რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს სახელი სავსებით შეესაბამებოდა მათ ჯგუფს. 1995 წლიდან 1998 წლამდე ჯგუფის წევრები ძალიან ხშირად იცველბოდნენ. 1998 წელს ჯგუფში მოვიდა მარტინ ლარსონი და მას შემდეგ მათ გადაწყვიტეს რომ შეემოკლებინათ თავიანთი სახელი და დაერქმიათ The Radio Dept. რაღა თქმა უნდა მარტინი ჯგუფში მარტო იმისათვის არ მოსულა რომ ჯგუფის სახელი შემოკლებულიყო, მათი რეპეტიციები უფრო ინტენსიური გახდა, ძალიან ბევრი დემოები ჩაწერეს, უამრავი კონცერტები ქონდათ, ისინი წერდნენ თავიანთ სახლებში დემოებს ან თავის მეგობრებთან. 2001 წლის შემოდგომაზე ჯგუფში მოვიდა მარტინის სიყვარული ლიზა კარლბერგი და დრამერი პერ ბლომგრენი. გამოხდა ხანი და ისინი გაწევრიადნენ Labrador-ის ლეიბლის ქვეშ, ეს ყველაზე მსხვილი შვედური ლეიბლია, ისეთი შვედური ჯგუფების სახლი, როგორებიც არიან : Acid House Kings, Club 8, Loveninjas, Sambassadeur, Irene, The Mary Onettes და ა.შ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ The Radio Dept. ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუშია იმის, რომ შვედური ინდი მუსიკა ძალიან დიდ კონკურენციას უწევს ბრიტანულ, ამერიკულ და კანადურ ინდი სცენას. მიზნად მაქ დასახული, რომ აქ ავტვირთო ამ ჯგუფის მთლიანი შემოქმედება. :)

Lesser Matters – 2003
Link

Where Damage Isn’t Already Done – 2004
Link

Pet Grief – 2006
Link

Why Won’t You Talk About It? (EP) – 2004
Link
P.S
გილოცავთ ახალ წელს!

~ by astrokopp on December 31, 2007.

Leave a Reply