Band In Box


მინდა ისეთი არტისტები ავტვირთო რომელთა სიმღერებიც ძალიან დიიიდი ძებნის შემდეგ მოვიძიე, მიზეზი კი ის იყო, რომ ამ ხალხს საერთოდ ოფიციალური რელიზი ჯერ არ გააჩნიათ, მაგრამ უკვე ძაალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თავისი მუსიკით, თან უკვე მოლოდინიც მკლავს, თავად ნახავთ და გაიზიარებთ იმედია ჩემს მოლოდინს. Band In Box შვედური ჯგუფია Malmö-დან, მელოდიური, მინიმალისტური, ინფანტელური, პირადად ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ჯგუფმა, არადა სულ 4 სიმღერა მქონდა თავიდან, ისიც მათი Myspace-დან გადმოვწერე, ამ დროისთვის სულ 11 სიმღერა მაქ შეგროვილი. არ ვიცი, მე პირადად გაგიჟებას ვარ :) ასეთი მაგარი რამ კაი ხანია არ მომისმენია. ეხლა უკვე, ინავარში გამოდის Band In Box & Parachutes – Split CD. თან Parachutes-აც არანაკლებად ველოდები, ამ უკნასაკნელზე ცალკე დავწერ მომავალში.

რამოდენიმეჯერ მქონია მიმოწერა Band In Box-ის ვოკალისტთან, ქალბატონ სირისთან :) (ასეთი სახელი აქვს რას იზამ) ხოდა რაღაცაზე საუბრის დროს ასე მითხრა : ხუმრობა გვერძე იყოს და თუ გინდა შენს ქვეყანას ვესტუმრებითო და თან უფასო კონცერტებსაც გაგიმართავთო, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ დაგვიფინანსებენო მგზავრობის ხარჯებსო და ა.შ. ეჰჰჰ

Link

~ by astrokopp on December 30, 2007.

2 Responses to “Band In Box”

  1. ხოო კაია… როგორც იქნა გადავწერ და მოვუსმენ :)

    ეე ისევ ჩვენ თუ ჩავალთ მაგათთან, თორე აქ ვინ ჩამოიყვანს მაგათ :(

  2. აუ რა კარგი რამეა :) . თან აკუსტიკურობა მომეწონა

Leave a Reply