Riceboy Sleeps

•April 23, 2008 • 1 Comment

Alex Somers & Jonsi Birgisson–ის პროექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს Sigur Ros-ის მსმენელებს შორის. როგორც მოგეხსენებათ ბატონი ალექსი ჯონსის ბოიფრენდია, ძალიან ეტყობათ, რომ კარგათ შეეწყვნენ ერთმანეთს სხვანაირად მუსიკა ასეთი ლამაზი არ გამოუვიდოდათ. ამას გარდა ეს ორი პიროვნება ერთად სხვა რამითაც არიან გატაცებული, მაგალითად, ასევე აწყობენ თავიანთი ნახატების გამოფენას, მათ თავისებური მიდგომა იპოვეს, აი მაგალითად თუ უკვე გადმოწერეთ Hammock - Maybe They Will Sing For us Tomorrow–ს ყდაზე სწორედ ჯონსის და ალექსის ნამუშევარია.

ასევე Riceboy Sleeps გამოუშვა წიგნი, ზუსტად არ ვიცი ეს რა ტიპის ნამუშევარია , მაგრამ ალბათ იმ მუსიკით შთაგონებული რასაც თვითონ წერენ, რაც ნამდვილად ასევე ლამაზი უნდა იყოს! ეს ამ სურათიდან ჩანს

Tracklisting:
1 - All The Big Trees
2 - Daniel In The Sea
Link

Frakkur – Songs For The Little Boy

•April 22, 2008 • 1 Comment

null
Jón Þór (Jónsi)-ის კიდევ ერთი პროექტი, როგორც იცით ან არ იცით მას აქვს კიდევ სხვა პროექტი Riceboy Sleeps მის ბოიფრენდთან ერთად. ისე ამ ჯონსის რაღაც ძაან ბევრი პროექტი აქვს. მაგალითად Parachutes ხომ მისი პატრონაჟით წერს და საერთოდ ჯონსის გარეშე მგონი საერთოდ არც იარსებებდნენ. მუსიკა ასე შეიძლება დახასიათდეს Songs For The Little Boy – პირდაპირ არის ნათქვამი ყველაფერი. ამ მუსიკის აღწერას აქ აზრი არ აქვს ძალიან ძალიან ლამაზია, ოღონდ მართლა :)

დიდი მადლობა ანას შვეიცარიიდან! :)

Tracklist

1 - 6
2 - 7
3 - 8
4 - 9
5 - I Can’t Sleep
6 - Mmm His Hair Smells So Human
7 - Song For The Little Boy
8 - Thank You For The Beautiful Letter
9 - Walking With His Earphones
Link

Sickoakes - Seawards

•April 10, 2008 • No Comments


Sickoakes შვედური პოსტ–როკ ჯგუფია სტოკჰოლმის გარეუბნიდან, ეგრედ წოდებული Nynäshamn–დან. ამ ჯგუფს Type Records-ის ვებ–გვერდზე წავაწყდი ( ამ ლეიბლის დიდი მოყვარული გახლავართ Helios-ის თამადობით ), ხოდა, იმის თქმა მინდოდა რომ, ნასიამოვნები დავრჩი. მუსიკა ძირითადად ხასიათდება ისეთი მელოდიებით რაც შვედურ ბნელ ზამთრებს შეეფერება. თუმცა, სხვა პოსტ–როკ ჯგუფებიდან განსხვავევბით აქ საერთოდ ვერ ვხვდებით გიტარაზე ტრემოლოებს, ძირითადად Delay-ში და Reverb-ში დასველებულ მუსიკას ვიღებთ. შედარებისთვის, თვითონ მუსიკის ხასიათით Ef-ს წააგავს, ეს უკანასკნელიც შვედური პოსტ–როკ ჯგუფია, თუ მოსმენილი არ გაქვთ, მალე მოგასმენინებთ.

საერთოდ ამ ჯგუფზე ყველგან მწირი ინფორმაციაა, რა ხდება რა უბდურობაა?!


Label: Type Records
Catalog#: TYPE 010
Format: CD, Album, Repress
Country: UK
Genre: Electronic, Rock
Style: Post Rock, Ambient

Tracklisting:
1 Driftwood (4:05)
2 Taking The Stairs Instead Of The Elevator (10:23)
3 Oceans On Hold (10:06)
4 Missiles And Mammals (2:57)
5 Wedding Rings & Bullets In The Same Golden Shrine (Part I) (4:41)
6 Wedding Rings & Bullets In The Same Golden Shrine (Part II) (22:47)
7 Leonine (4:12)
Link

Aarktica - No Solace In Sleep

•April 3, 2008 • 1 Comment


შემიძლია ვთქვა, რომ ეს ალბომი ჩემს საუკეთესო 5 ალბომში შედის, ნამდვილად, წარმოუდგენლად მაგარი ალბომია, მე ძალიან მომწონს, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს. თუ არ მოგეწონებათ მომწერეთ ბანძი ხარო!.
Aarktica, როგორც ასეთი ერთი კაცის Jon DeRosa–ს პროექტია, რომელსაც მოწვეული მუსიკოსები ყავს ჯგუფში, ყოველ ალბომზე სხვადასხვა მუსიკოსებს შეაქვთ წვლილი Aarktica-ს მოღვაწეობაში. მაგალითად Charles Newman (Magnetic Fields/Gothic Archies), Gretta Cohn (of Bright Eyes/Faint/Cat Power) და ა.შ.
ეს ალბომი ძალიან საინტერესო გარემოებების საფუძველზე, ჩაიწერა. Jon DeRosa ერთ დროს რომელიღაც ჯგუფში უკრავდა, რომელიც Aarktica-სგან სრულიად განსხვავებულ სტილში მოღვაწეობდა, ერთ დღესაც Jon DeRosa–ამ აღმოაჩინა, რომ მას სმენასთან დაკავშირებით პრობლემები ქონდა. როგორც ასეთი მისი ყური ნოტებს თავისებურად აღიქვამდა, და ჩაესმოდა კიდევაც ისეთი ხმები, როგორიც, შემდეგ სცადა რომ თავის მუსიკაში გადაეტანა. სწორედაც, I Remember Life Above The Surface ისეთ ხმას მაგონებს რომელიც 24სთ განმავლობაში ჩამოსმოდა ყურში როცა ყურის ანთება მქონდა :). ნუ მე თუ მკითხავთ ეს მუსიკა Northern Lights–ის ფონზე იქნებოდა ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ბუნების ეს მოვლენა ნაკლებადაა (?) ჯობს ისევ სახლში ანტი–დეპრესანტის მაგიერ მიიღოთ. თვითონ ეს ალბომი Aarktica-ს დანარჩენ ალბომებისგან განსხვავდება იმითომ, რომ აქ საქმე გვაქ ნამდვილ Ambient-თან დანარჩენი ალბომები კი ძირითადად Post-rock-ის ჟანრშია, მარა ეს ბოლო ალბომი რა ჟანრია ვერ გავიგე (Matchless Years), ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ბოლო ალბომით. ბევრი რამის დამატება შეიძლებოდა ამ ალბომთან დაკავშირებით, მაგრამ ჯობია მე თუ რამე დასამატებელი გამომრჩა თქვენ კომენტარებში მომწოროთ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ამ ალბომზე სხვისი აზრი.

Label: Silber Records
Catalog#: silber 012
Format: CD
Country: US
Released: 2000
Genre: Electronic
Style: Ambient
Quality: 320kbps

Tracklist:

1 Glacia (13:34)
2 Indie (6:4 8)
3 Elena (4:20)
4 You Have Cured A Million Ghosts From Roaming In My Head (3:31)
5 Inebria (10:3 8)
6 The Ice (Feels Three Feet Thick Between Us) (5:24)
7 Welcome Home (8:0 8)
8 I Remember Life Above The Surface (11:39)
Link

Hauschka - The Prepared Piano

•April 2, 2008 • 1 Comment


არც ეცადოთ, რომ ვინმემ ეს ფსევდონიმი წარმოთქვათ, ალბათ ძაან ძნელი უნდა იყოს. მუსიკა კი პირიქით ძალიან ადვილად აღსაქმელია, თავისი მელოდიურობიდან გამომდინარე. ვინმემ რომ მკითხოს ვის მიამსგავებდიო დაუფიქრებლად ვიტყოდი Goldmund-ს, ასე ვფიქრობ, რომ ამ ორ მუსიკოსებს მუსკასთან მიდგომის იდენტური პრინციპები აკავშირებთ. ალბათ, როგორც იცით ორივე მუსიკოსის ძირითად მუსიკალურ ინსტრუმენტს პიანინო წარმოადგენს. არ ვიცი რამდენად სწორი იქნებოდა ასეთი რამ რომ ვთქვა, მაგრამ პიანისტები მიხვდებიან, თუ რამე არასწორს ვიძახი. მგონია, რომ ეს გერმანელი ვაჟბატონი Volker Bertelmann პიანინოს თავისებურ არასტანდარტულ ჟღერადობაზე აყენებს და შემდეგ იწყბეს მასზე მისი იდეების აწყობას, იგივე შეიძლება ითქვას Goldmund-ზე, მაგრამ Goldmund-ის მეორე ალბომ Two Point Discrimination–ზე. ნუ მოკლედ თუ ორივე არტისტს მოისმენთ თვითონვე გამოიტანთ დასკვნას და იქნებ საერთოდაც არ დამეთანხმოთ ზემოთ ნათქვამში. ეს მუსიკა უფრო შთაგონებისთვისა არის, შეიძლება ტვინის–გამხსნელს შეადარო, ისეთ რამეებზე იფიქრებ, რაზეც ჩვეულებრივ არასდროს არ იფიქრებ, ანუ, რაც საერთოდ კარგ მუსიკას ახასიათებს.
თვითონ Volker Bertelmann ამჟამად დუსელდორფში მოღვაწეობს, აქვს კიდევ სხვა მრავალი ნამუშევრები, და იმ შემთხვევაში ავტვირთავ თუ ამის სურვილი გექნებათ.

Label: Karaoke Kalk
Catalog#: Karaoke kalk cd 31
Format: CD
Country: Germany
Released: 19 Sep 2005
Genre: Electronic, Jazz
Style: Future Jazz, Minimal
Password: astrokopp

Tracklist

1 La Seine (4:02)
2 Traffic (4:11)
3 Fernpunkt (3:03)
4 Where Were You (4:45)
5 Ginkgo Tree (3:26)
6 Firn (3:21)
7 Twins (4:44)
8 Two Stones (2:47)
9 Kein Wort (3:04)
10 Long Walk (4:35)
11 Kreuzung (3:59)
12 Morning (2:22)
Link

Ida Maria - Stella

•March 30, 2008 • No Comments


ისევ იდა! და კიდევ იქნება დარწმუნებული ვარ ამ ბლოგზე ეს სიმპათიური სკანდინავიელი, იმიტომ, რომ სადებიუტო ალბომი ხომ უნდა გამოუშვას ოდესღაც (ალბათ წელს). ეს ეხლა მე რისი შემოთავაზებაც მინდა არის ახალი სინგლი რაც მან ეს–ესაა გამოუშვა,(თუ ვინმეს პატარა ისტორიის წაკითხვა გსურთ, შეგიძლიათ დაბლა წაიკითხოთ) მასში სულ ორი სიმღერაა შესული, მაგრამ, არ ვიცი, ამ გოგოს აკუსტიკური სიმღერები უფრო მომწონს, ნამდვილად შეუძლია სიმღერების წერა, In The End ამის მაგალითია, და იმის დამადასტურებელიც რომ ნორვეგიელებს მეტალის გარდა სხვა მუსიკის კეთებაც შეუძლიათ, ხოდა ზუსტად მაგისთვის არის ეს ბლოგი. განახებთ მე თქვენ სკანდინავიელებს რა შეუძლიათ!!!

Label: Öya Oslo
Catalog#: OYAPROMO06
Format: Single
Country: Norway
Released: 2008
Genre: Electronic, Rock

Tracks:
1 - Stella
2 - In The End
Link

So Quiet - Summer & Winter

•March 30, 2008 • No Comments


So Quiet არის პოლონელი არქიტექტორი სახელად Tomasz Bien. და ამავე დროს მუსიკოსი.
არც ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ So Quiet–მა ალბომი გამოუშვა, მანამდე კი ორი EP ქონდა გამოშვებული. So Quiet-მა ჩემი ყურადღება 2007 წელს გამოშვებული EP-ით მიიქცია განსაკუთრებით მასში შესულმა სიმღერამ September, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. თვითონ ალბომი მუსიკალურად არ განსხვავდება წინა ნამუშევრებისაგან, იგივე ხასიათი იგრძნობა, რასაც ნამდვილად მოველოდი. მუსიკა როგორც ასეთი, ძალიან მყუდრო ხასიათისაა, ძირითადად მელოდიკის, აკუსტიკური გიტარის, ქსილოფონის და გლოკენშპიელების მეშვეობით შექმნილი მუსიკაა, რაც ფოლკტრონიკის მსმენელებს მოეწონებათ აუცილებლად. მუსიკა ერთი სიტყვით შეიძლება ასე დაახასიათო – სახლში, რაიმე საინტერესო წიგნთან ერთად გატარებული საღამო :)

Label: Error! Lo-Fi Recordings
Catalog#: lofi010
Format: File, MP3,
Country: Poland
Genre: Electronic
1 – Elephant
2 - Sound Check
3 - Tonight
4 - Early Morning
5 - Miniature
6 - Drawing
7 - Two Am At Winter
8 - Shame
9 - September 2
10 - Saturday
11 - Where’s Winter There’s Home
Link

Pooma - Persuader

•March 29, 2008 • 1 Comment

და გადავწყვიტე დავბრუნებოდი ბლოგს, ისედაც არაფერს ვაკეთებ ისეთს, რაღაცეებს ავტვირთავ ხოლმე ისევ, ალბათ მეტჯერ აღარ მივატოვებ ასე ჩემს ბლოგს, იმედი მაქვს.

ეხლა, მინდა შემოგთავაზოთ ფინური ჯგუფი Pooma ჰელსინკიდან. ამ ჯგუფის ბიოგრაფია არ მომეპოვება ასე რომ პირდაპირ მათი მუსიკის დახასიათებაზე გადავალ. მუსიკა ძირათადად Reverb–ის სქელ ფენებშია ჩაფლული, მარა არ გეგონოთ რომ აქ რაიმე ნაირ ემბიენთთან გვაქვს საქმე, ეს უფრო მოშუგეიზო–პოსტ–როკ–ინდი–ის მიმდინარეობაა. თვითონ მუსიკის ხასიათი ძალიან ჩრდილოეთურია, უფრო დეკემბრის სუსხიან საღამოს მაგონებს, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია,. (ხალხი იფიქრებს რა დროს დეკემბერია ძლივს გაზაფხული მოვიდაო),ამ ყველაფერში კი ერთ–ერთი დიდი წვლილი Gunnar Orn Tynes მიუძღვის (Mum) მასტერინგი ამ ალბომზე სწორედ მას ეკუთვნის.
მარა Tuire Lukka-ს ვოკალს რომ მოისმენთ მერე ყველას მოგენატრებათ დეკემბერი, თუ არ მოგენატრებათ და ამ ბლოგზე მეტჯერ შემოსვლას აღარ გირჩევთ..!!!


Label: Next Big Thing
Artist: Pooma
Album: Persuader
Format: CD, Album
Country: Finland
Released: 31 Oct 2007

Tracklisting:
1 If May Starts Tomorrow (5:05)
2 Snow (4:57)
3 They Won’t Come Back (4:01)
4 Would You (5:26)
5 January (2:17)
6 Through The Calm (5:03)
7 Persuader (5:12)
8 The Shore (5:42)
9 Cool Inside (4:40)
10 All Worked Out (7:22)
Link

Hjaltalin - Sleepdrunk Seasons

•January 24, 2008 • 5 Comments


მივადექით ისლანდიას (ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რომელიმე სკანდინავიურ ქვყანას თავი დავანებე)
ჯგუფი, რომელსაც ეხლა გთავაზობთ ერთმა ჩემმა ისლანდიელმა მეგობარმა მირჩია. ნამდვილად განცვიფრებული ვარ ამ ისლანდიელების ნიჭით, რაღაც ხდება მათ თავს, აი მაგალითად თვითონ ვინც ეს ჯგუფი მირჩია, დარწმუნებული ვარ მალე ისლანდიური სცენის სრულუფლებიანი წარმომადგენელი გახდება, ძაააალიან ნიჭიერია (დანარჩენს მერე ვილაპარაკებ, როცა თვითონ ნებას მომცემს, რომ მისი დემოები აქ ავტვირთო).
Sleepdrunk Seasons Hjaltalin-ის პირველი ალბომია, თვითონ, ეს ნამუშევარი ისლანდიელი კრიტიკოსების მიერ შეფასებულია, როგორც 2007 წლის ერთ–ერთი საუკეთესო ალბომი. Icelandic Airwaves 2007–ზე გამოსვლის შემდეგ ამ ალბომს ისლანდიელი მსმენელი სულმოუთქელად ელოდებოდა და იმდებიც ალბათ არ გაუცრუვდათ, რადგან წლის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს არ უნდა გაცრუებოდათ წესით. თვითონ ალბომზე პროდიუსერობდნენ ისეთი ხალხი, როგორებიც არიან Benni Hemm Hemm და Gunnar Tynes (múm). ჯგუფი ძალიან ახალია, როგორც ასეთი, ინტერნეტში ამ ალბომს ვერ იპოვით, მხოლოდ შეძენის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ გადმომეწერა და ამ შემთხვევაში ხარჯები ისლანდიელებზე იყო :D


Link
P.S
თუ რომელიმე ქვემოთ ატვირთული ჯგუფი მოგეწონათ და დამატებით კიდევ გსურთ ალბომები, თუ კომენტარს მომწერთ არანაირი პრობლემა არ იქნება ატვირთვასთან დაკავშირებით.

Ida Maria

•January 21, 2008 • No Comments

კიდევ ერთი ამომავალი ნორვეგიელი ვარსკლავი, რომელიც შვედეთში მოღვაწეობს. ამ უკანასკნელსაც, შარშან, ასე ზაფხულში myspace-ზე შემთხვევით წავაწყდი და ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი მისი სიმღერებით, პირველი სიმღერა რასაც მოვუსმინე იყო Forgive Me, რაც ნამდვილად ამ ჟანრის მოყვარულებს პირველივე მოსმენის დროს უნდა მოეწონოს, აქედან გამომდინარე უმალვე დავიწყე ძებნა მისი დემო ალბომისა, რაც აუცილებლად უნდა ქონოდა იმ დროისთვის. შედეგს არც თუ ისე მალე მივაღწიე, ახლახანს გადმოვტყუე ვიღაცას ეს დემო ალბომი სოულსიქიდან.
იდა ნორვეგიის ქალაქ ნესნადან გახლავთ, რომელიც თითქმის ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს, სადაც ნამდვილად ბევრი არაფერი არ ხდება, ძალიან მიყრუებული ადგილია, წარმოგიდგენიათ მთელს ქალაქში მხოლოდ ერთი ბენზინ გასამართი სადგურია.

ერთ დღეს ახალგაზრდა იდა სამზარეულოში პიცას აცხობდა და რატმოღაც აზრად მოუვიდა გიტარაზე დაკვრა ესწავლა. ნესნაში მამამის ერთი ფაბი ქონდა, ხოდა პირველი გამოსვლაც იქ ქონდა, შემდეგ ბერგენში გადავიდა და იქიდან შემდეგ გადაწყვიტა გადასულიყო სტოკჰოლმში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბერგენში ძალიან ხშირად წვიმდა. რაც შეეხევბა თავად იდას მუსიკას, ეს უფრო ახალგაზრდული ხასიათისაა, სიცოცხლით აღსავსე, ცოტა მხირაულიც, ამ დემოებს შორის უმეტესობა აკუსტიკური ვერსიაა. სხვათაშორის, იდაზე სკანდინავიის ნახევარკუძულზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ახლახან იდამ ხელი მოაწერა ისეთ მონსტრ ლეიბლთან როგორიცაა Sony და კიდევ სხვა აღსანიშნავი ფაქტებიც შემიძლია მოვიყვნო, მაგალითა ისეთმა მონსტრმა შურნალმა, როგორიცაა NME ამ უკანასკნელს სტატია მიუძრვნა, ასევე Huw Stephens–ის შოუშიც გაიჟღერა მისმა სიმღერებმა, ასე რომ თუ გადმოწერთ ალბათ არ ინანებთ. :)

1 - Queen Of The World
2 - We Are Young
3 - Louie
4 - Everybody’s Always Alone
5 - In The End
6 - Forgive Me
7 - We’re All Going To Hell
8 - Small People’s Smiles
Link